ბათუმში ''Expo Batumi Travel 2018'' გაიხსნა

11 მაისი, 2018

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა მთავრობის წევრებთან ერთად საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Expo Batumi Travel 2018“  გახსნა. გამოფენაში ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პოტენციალიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა “Expo Batumi Travel 2018 საგამოფენო კომპანია “GEONET EXPO”-ს ორგანიზებით იმართება. გამოფენაში მონაწილეობას კომპანიები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან,, ლიტვადან,, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან ღებულობენ. ის დღეს გაიხსნა და 13 მაისს დასრულდება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები