შეხვედრა აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან

14 მაისი, 2018

ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც დაესწრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო კონცერტებზე, ქვეყანაში შემოსული ტურისტების ტენდენციებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტთა ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პროექტ Checkin Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კი ტურისტული ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ბლექ-სი არენას საკონცერტო დარბაზის დირექტორმა ანა კავლელიშვილმა მიაწოდა. მათი თქმით, 2018 წელი  ტურისტთა ზრდის რეკორდული მაჩვენებლებით გამორჩეული წელი იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის დადებით სტატისტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ისეთ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზა, ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, ხულო-ზარზმის გზა, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის და სამთო-სათხილამურო კურორტების შექმნის კუთხით არსებულ ინვესტიციებსა და მშენებლობებს.  „მაშინ, როცა საუბარია ტურიზმის განვითარებაზე და ოთხი სეზონის  ტურიზმზე, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მომსახურების დონის ამაღლება, ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ცენტრალური მთავრობასთან ერთად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

რეგიონში ტურისტთა ნაკადის ზრდის მოლოდინზე ისაუბრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა სულხან ღლონტმა. მისი თქმით, აჭარაში არსებული საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, იანვარ-მარტის თვეში 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით დიდი ზრდა (+64%) შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს საფრენი ბილიკების და მოსაცდელი  დარბაზების გაფართოების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ბათუმში ჩამოსული ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას და სათანადო მომსახურებას.

ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სიახლეებზე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესაუბრათ. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები