აჭარის პოპულარიზაცია უნივერსიტეტებში დასრულდა

14 მაისი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით რეგიონებში დაწყებული კამპანია დაასრულა. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია თელავის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზენტაციებზე, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონებში გამართა ასობით სტუდენტსა და ლექტორ-მასწავლებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ აჭარას, როგორც ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ტურისტულ ადგილს.

პიარაქტივობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ეზოები აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების ამსახველი ფოტო-ბანერებით გაფორმდა, სადაც სტუდენტებისთვის მხიარული შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულმა სტუდენტებმა ბათუმის სამდღიანი საგზური მოიგეს და ისინი 3 ივნისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნას დაესწრებიან. ღონისძიებებს მუსიკალურად ბათუმური ბენდი „ასეა სულ“ აფორმებდა.

„ჩვენი მთავარი მიზანი გაგვეცნო ახალგაზრდებისთვის აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული ადგილი მიღწეულია. პიარკამპანიას შეგვიძლია ვუწოდოთ წარმატებული, რადგან მართლაც სულ სხვა კუთხით გაიცნო სტუდენტებმა აჭარა თავისი ეროვნული პარკებით, სამზარეულოთი, სათავგადასავლო თუ ეკოტურისტული მარშრუტებით. სტუნდენტთა ჩართულობა და დაინტერესება იყო ძალიან დიდი, რაც გვახარებს. ბევრი მათგანი მხოლოდ აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს იცნობდა და ნაკლებ ინფორმაციას ფლობდა, რომ აჭარაში შესაძლებელია მთაში იმოგზაურო, დალაშქრო ულამაზესი ეროვნული პარკები, გასინჯო ადგილობრივი კერძები და ისრიალო კურორტ გოდერძიზე. ჩვენ პროექტი წელს დავიწყეთ და ვგეგმავთ ის არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავაგრძელოთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები