თემურ ვასაძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

15 მაისი, 2018

ხალას კულტურის სახლში ქორეოგრაფ თემურ ვასაძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე,საქართველოს პარლამენტის წევრები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს კულტურის დარგში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

თემურ ვასაძეს მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ქორეოგრაფი მრავალგზის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების ლაურეატი, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია, დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ასევე მინიჭებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და ფოლკლორის ეროვნული სახელმწიფოებრივი ლაურეატის წოდება. 
საიუბილეო საღამო ქობულეთის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები