მინისტრის მოადგილე “Art Yoga Studio”- ს წარმომადგენლებს შეხვდა

15 მაისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე “Art Yoga Studio”- ს წარმომადგენლებს ქალაქ ასტანიდან, ნაზირა მუბაროვასა და ასემა ოტეპოვას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს იოგას როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ასევე, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით მისი განვითარების პერსპექტივები აჭარაში. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იოგის ხელოვნების, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები