ზაალ მიქელაძემ ბრანდერბურგის დელეგაციას უმასპინძლა

16 მაისი, 2018

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბრანდენბურგის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტი) ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.


მინისტრი სტუმრებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და მასში ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობაზე ესაუბრა.


ზაალ მიქელაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე და ბრანდერბურგთან სამინისტროს შესაძლო თანამშრომლობის სფეროებზე.


ბრანდერბურგის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლანდტაგის პრეზიდენტი - ბრიტა შტარკი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვიცე-პრეზიდენტი დიტერ დომბროვსკი, ლანდტაგში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები, „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“ ხელმძღვანელი პავლე შპეტიშვილი.


გერმანელი სტუმრების ვიზიტი აჭარაში 17 მაისამდე გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები