ახალი პროგრამა შშმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად

06 ივნისი, 2018

ამ წუთებში, აჭარის ჯანდაცვის სამიინსტროში, აჭარის დასაქმების სააგენტოს - ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პროგრამა აჭარის რეგიონში, სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას.

პროგრამის პროფესიები შეირჩევა პროგრამის მოსარგებლე პირთა უნარების, მათი საჭიროებებისა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე.

,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამას ტედერში გამარჯვებული ორგანიზაცია - განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები