ლვოველი ტუროპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

07 ივნისი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. დღეს, სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფოტურის მიზანი ლვოვიდან აჭარაში ტურისტების მოზიდვა და ბათუმის მიმართულებით სპეციალური ტურისტული პაკეტების შემუშავებაა. პირველი ფრენა ლვოვიდან აჭარის მიმართულებით ხვალ შესრულდება. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად  სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

აჭარაში და ზოგადად, საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად,  საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც  10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.  მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან განხორციელდება. 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები