თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

07 ივნისი, 2018

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღის მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი მონიტორინგის ფარგლებში, დაათვალიერეს შენობა და გარე პერიმეტრი. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემის მოწყობა. შენობის ფასადი შეიფუთება გრანიტის ფილებით, ეზოში კი, მოეწყობა სათამაშო მოედანი.

„ბათუმში, ყველა მუნიციპალიტეტის მსგავსად, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. თამარის დასახლებაში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბათუმში აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი, ხოლო რეაბილიტაცია 12 ბაღს ჩაუტარდა, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თამარის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები