სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 ივნისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე და ირაკლი თავბერიძე საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ამირაჯიბს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკოლებში სპორტის გაკვეთილების ხარისხის გაუმჯობესების, ბავშვთა და მოზარდთა მასობრივ სპორტში ჩართულობის მასტიმულირებელი ფაქტორები, მათ შორის სასკოლო და სკოლათაშორის შეჯიბრებების, სასკოლო სპორტული ოლიმპიადების მომზადებისა და ჩატარების საკითხები. ასევე, მოხდა აზრთა გაზიარება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონპროექტის თაობაზე. შეხვედრაზე დაისახა მომავალი თნამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

სამუშაო შეხვედრას ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე და აჭარის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სპორტის განყოფილების უფროსი გელა ქობულაძე ესწრებოდნენ


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები