ანსამბლ „მთაწმინდას“ წარმატებული გასტროლი

08 ივნისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ანსამბლი „მთაწმინდა“ ბულგარეთსა და იტალიაში გასტროლით იმყოფებოდა. ანსამბლმა იტალიის ქალაქ ჯეზოლოში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა,სადაც მოიპოვა გრანპრი და ფულადი ჯილდო.

საგასტროლე ტურნეს ფარგლებში „მთაწმინდა“ ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვიკში გამართულ ფესტივალზეც იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო 60-მდე ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლი. აღნიშნულ ფესტივალზე „მთაწმინდამ“ პირველი ადგილი მოიპოვა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო სამადლობელო წერილი იტალიიდან, რომელშიც აღნიშნულია ანსამბლ“ მთაწმინდას“ წარმატება ფესტივალზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილე თეონა ბერიძესთან ერთად ანსამბლს ეწვია და ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს პირადად მიულოცეს წარმატება და სამადლობელო წერილი გადასცეს



კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები