პოპულარული ყაზახური ტელევიზია 31 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს

11 ივნისი, 2018

ყაზახეთის პოპულარული ტელეარხი 31 აჭარის შესახებ გადაცემას ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც პოპულარული ყაზახი მომღერალია. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალთან ერთად აჭარაში გასულ კვირას იმოგზაურა და გადაცემის 10 მილიონამდე მაყურებელს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიმდინარე კვირაში გააცნობს.

მთიანი აჭარის, ქართული ფოკლორის, სამზარეულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, გადამღები ჯგუფი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითაც დაინტერესდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის მიზნით ისინი ბათუმის ხელოვნების მუზეუმსაც სტუმრობდნენ. პოპულური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ყაზახეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია რეგიონისთვის, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეკლამო ღონისძიებები გარე რეკლამას, აჭარაში მსხვილი ტურისტული სააგენტოებისა და ჟურნალისტები ჩამოყვანას, შედეგად კი აჭარის შესახებ გადაცემების, სტატიების, რეპორტაჟების მომზადებასა და კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარას რეკლამირებას ყაზახეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. ჯამში, დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები