არქეოლოგიური აღმოჩენები გვარას ციხეზე

13 ივნისი, 2018

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე ორი კვირის განმავლობაში მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. ასევე შესწავლილი იქნა ციხის გალავანში ჩართული კოშკი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერემიკული ნაწარმი.

ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ დაზუსტდება ციხის აგების თარიღიც.ამ ეტაპზე, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.

დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მოადგილე ირაკლი თავბერიძემ, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მ/შ მირზა ცეცხლაძემ დაათვალიერეს. ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ იგეგმება გვარას ციხის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა.



კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები