ზურაბ პატარაძე - ნახიჩევანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

28 ივნისი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი - არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაა. 

„ნახიჩევანში მულტიფუნქციური, მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოები დავათვალიერეთ, გავეცანით მათ პროდუქციას და გავიზიარეთ გამოცდილება. მისასალმებელია, რომ წარმოების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნახიჩევანს. აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორი მზად არის ჩაერთოს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ფილებისა და შენობების ფასადების მოპირკეთების მიმართულებით.

ზურაბ პატარაძის თქმით, ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, დაიგეგმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები