2018 წელს აჭარაში 100 წელი 6 მოქალაქეს შეუსრულდა

03 ივლისი, 2018

აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ მოქალაქეს შეუსრულდა. შადიე ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მკვიდრია. უხუცეს ქალბატონს 100 წლის იუბილე ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ მიულოცეს და აჭარის .. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისპროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 33 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. ყველაზე უხუცესი კი ხულოს მუნიციპალიტეტი მკვიდრი, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა. წლის ბოლომდე 100 წელის კიდევ 5 მოქალაქეს შეუსრულდება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები