გამარტივებული კონკურსი

03 ივლისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს განცხადება

 

      1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველო  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს გამარტივებულ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს შემდეგი ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - დამსკანირებლის დამხმარე - 1 ვაკანსია.

  ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ხელვაჩაურის არქივის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - დამსკანირებლი - 1 ვაკანსია;

  გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ქობულეთის არქივის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - დამსკანირებლი - 1 ვაკანსია;

კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

განცხადებები მიიღება  2018 წლის 11 ივლისის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

ონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქესრომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური პოზიციისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად/გაურკვეველი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)   კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე);

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

გამარტივებული კონკურსის ეტაპებია:

ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

II ეტაპზე (გასაუბრება) კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან  საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

კონკურსის II ეტაპი გაიმართება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (ბათუმი, ვ. გორგასალის ქ. N126)

 შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

გამარტივებულ კონკურსს შრომითი ხელშეკრულებით მისაღებ პირებთან ატარებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.

შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

- ცნობა ნასამართლეობის შესახებ საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის მითითებით;

- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;

- ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდამჭერის მიმღებად ცნობილი არ არის;

- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში).

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995 422 ) 27 92 02

 




იხილეთ ბმული 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები