აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

05 ივლისი, 2018

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა.

 „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთი ავტომანქანა ხელვაჩაურის, ორი ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.

 ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პჯდ ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 პჯდ ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება.

 ჯანდაცვის ცენტრების ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა გაზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

 სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წელს სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებისათვის შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებისათვის 100 ლარით გაზარდა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები