კონტაქტურ კარატეში მსოფლიო ჩემპიონებთან შეხვედრა გაიმართა

04 ივლისი, 2018

მინდია მგელაძემ, ემილ კახიძემ და დათა ფუტკარაძემ კონტაქტურ კარატეში მსოფლიო ჩემპიონატში ღირსეული წარმატება მოიპოვეს და რეგიონი ასახელეს.
ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქ. უნგრეთში გაიმართა, რომელშიც 630 სპორტსმენი მონაწილებდა.
სპორტმენებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ერთჯერადი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები