ნიკოლოზ მესხიძის საჯარო ლექცია

06 ივლისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 2018 წლის 9, 10 და 11 ივლისს 10:00 საათზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35) გაიმართება ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკოლოზ მესხიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: კლიმატის ცვლილებების მეცნიერული საფუძვლები: მოდელების და სატელიტური მონაცემების გამოყენება სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის აუზის რეგიონში.


საჯარო ლექცია მოიცავს შემდეგ თემებს: გლობალური კლიმატის ცვლილება, მისი მიზეზებისა და შედეგების თანამედროვე გაგება; თანამედროვე რეგიონალური და გლობალური მოდელები. სატელიტური მონაცემები ატმოსფეროს შემადგენელ გაზებზე, აეროზოლებზე, ღრუბლებზე, ნალექიანობაზე, ზღვებისა და ოკეანეების ტემპეტატურაზე  და სხვა.


საჯარო ლექციები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის. 


 


 


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები