ბათუმი სტომატოლოგთა მე-14 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

06 ივლისი, 2018

ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესის გახნის ცერემონიას აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება.

კონგრესს, ტრადიციულად, 500-მდე დელეგატი ესწრება საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. ყოველწლიურად ლექცია-მასტერ კლასებით კონგრესს მსოფლიოს ყველა წერტილიდან წამყვანი სპეციალისტები სტუმრობენ.

კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები