საეკლესიო და საერო ოქრომკედით შესრულებული ნაქარგების გამოფენა

09 ივლისი, 2018

დღეს, ბათუმის მუზეუმის/ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ,, ხელნი ესე ჩემნი მსახურებდნენ უფალსა''. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა დედა თამარისა და მისი მოსწავლეების, ოქრომკედით შესრულებული საეკლესიო და საერო 80-მდე ნაქარგი, ასევე, ბათუმის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტერში თექაზე შესრულებული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.

ქართული ხელოვნების ისტორიაში დეკორატიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს შორის საეკლესიო ნაქარგობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სამონასტრო ცხოვრების ტიპიკონში ხელსაქმეს უდიდესი ადგილი ეთმობა. სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდა დედა თამარი (ერისქალობაში ეთერ უროტაძე), რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამართული გამოფენა. დედა თამარი საქართველოს სასულიერო აკადემიის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა.

გამოფენაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა საქართველოს საპატრიარქოს ფონდში დაცული თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სამოსი, სუდარებითა და საფლავის ქვის საფარებლებით.

გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა. საეკლესიო და საერო ოქრომკედით შესრულებული ნაქარგების გამოფენა დამთვალიერებელს 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით შეეძლება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები