ჯაბა ფუტკარაძე მსხვილ პოლონურ საინვესტიციო კომპანიას შეხვდა

07 აგვისტო, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მსხვილი პოლონური კომპანიის PFI Future აღმასრულებელ დირექტორს მარეკ ნოვარას და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. 
►შეხვედრაზე საუბარი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტნეციალს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. 
►მინისტრმა ინვესტორებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. 
►მხარეებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების ხელსაყრელ რეგულაციებზე და აჭარაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებზე ისაუბრეს. 
►შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.
►კომპანია აჭარაში კაპიტალდაბანდებით არის დაინტერესებული. მსხვილი პოლონური კომპანია რეგიონში საგანმანათლებლო-გასართობი,ასევე ტურისტული მიმართულების კომპლექსური პროექტის განხორციელებას გეგმავს. 
►PFI Future მზად არის აჭარაში 185 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს.
►პოლონური კომპანია PFI Future-ს ქალაქ ვროცლაში არსებული ცნობილი ოკეანარიუმის საინვესტიციო პროექტი ეკუთვნის,რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული ოკენარიუმია. ობიექტს წელიწადში 2 მილიონამდე ვიზიტორი ყავს. 
►მხარეებს შორის სამომავლოდ შეხვედრები დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის საინვესტიციო პროექტის დეტალური შესწავლა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი გაიმართება.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები