10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - აჭარაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

08 აგვისტო, 2018

დღეს აჭარაში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული გმირები გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმში მდებარე  8 აგვისტოს სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმიკის წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებიც აჭარაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.  სკვერში იმყოფებოდნენ ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები. მათ სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას 10 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპული გმირების ხსოვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „ქედს ვიხრით ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის დღესაც გრძელდება. „ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ საქართველო იყოს თავისუფალი და ერთიანი იმ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

8 აგვისტოს სკვერში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის სავოევოდოს ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი მიესალმა და რეგიონული სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გააკეთა განცხადება.  პაველ ვრუბლევსკის თქმით, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტრაგიკულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 10 წლის წინ.  მეგობარი პოლონეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, სიმბოლურად, მათ მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუციის დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს გადასცა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული რეზოლუციის მიღების პროცესში. ცერემონიალის დასრულების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები პოლონელ სტუმრებთან ერთად ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

დღესვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში გაემგზავრება, სადაც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის საფლავს მიაგებს პატივს.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები