ჯაბა ფუტკარაძე საერთაშორისო საზღვაო ფორუმს დაესწრო

13 სექტემბერი, 2018

►ამ წუთებში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს.

►ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.

►GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400 დელეგატი მონაწილეობს.

►საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ყოველ ორ წელში ერთხელ იმართება და მას ბათუმი მეორედ მასპინძლობს.

►ფორუმის მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა.

►ფორუმს საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (International Maritime Organization) გენერალური მდივანი ლიმ კიტაკი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

►საერთაშორისო საზღვაო ფორუმის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები და შეხვედრები:

„გლობალური საზღვაო ენერგო ეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის“ (GloMEEP) ეროვნული სემინარი ნავსადგურების გამონაბოლქვსა და ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით;
რეგიონალური ვორქშოპი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონვენციების შესახებ;
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მეორე სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა შავი და კასპიის ზღვების პროექტის ფარგლებში;

►საერთაშორისო საზღვაო ფორუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები