შეხვედრა სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით

13 სექტემბერი, 2018

ამ წუთებში, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით,  აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანს ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეხვედრას მინისტრები, ზაალ მიქალაძე და ინგა შამილიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის, რესურსცენტრების, ბაღების გაერთიანებებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,  პირველადი პრევენციული ღონისძიებებით უზრუნველყოფაზე, ორგანიზებული ჯგუფების იმუნური სტატუსის  სრულყოფაზე, მოსწავლეთა, მშობელთა  და პედაგოგთა ცნობიერების გაზრდაზე პრიორიტეტულ დაავადებათა პრევენციის შესახებ.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარდგენილ იქნება ინფორმაცია  ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, ვაქცინოპროფილაქტიკის მნიშვნელობის, 2018 წელს ეპიდემიის სალიკვიდაციოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე  გაიცემა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში (სკოლკებსა და ბაღებში) ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.

 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები