პროექტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

13 სექტემბერი, 2018

სასტუმრო შერატონში“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილეები ნინო ნიჟარაძე და ზურაბ თენიეშვილი დაესწრენენ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის აჭარაში (ბათუმი, შუახევი) ჩატარდა არსებული მუნიციპალური სოციალური მომსახურებების შეფასება და აღნიშნული მომსახურებების ზეგავლენის ანალიზი.

შეხვედრაზე კვლევის შედეგებან ერთად წარმოდგენილი იქნა პროგრამის ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალა "საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხილვადასაუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა“.

პროექტWorld Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, აჭარა, კახეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) ახორციელებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ განახორციელა ადგილობრივი მუნიციპალური სოციალური პროგრამების აღწერა და შეფასება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები