ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

14 სექტემბერი, 2018

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, შპს ,,ბათუმის წყალმა“ ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, შპს ,,ბათუმის წყალი”-ს დირექტორთან მარიამ გვიანიძესთან ერთად დაათვალიერა.  ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 

პროექტი  I ეტაპზე ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის შექმნას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს. 

პროექტის II ნაწილი ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო მიერ განხორციელდება და მისი ღირებულებაა 2 მილიონ 600 ათასი ლარი. სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილიმეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში ექნება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები