თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

14 სექტემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიურად ვითარდება. 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული "ვიშეგრადის ოთხეულის" ფორმატში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, თქვენი მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში (ODA) ძალიან ძვირფასია ჩვენთვის” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრებიან ბიზნესფორუმს ”საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა”, რომელიც დღეს, 14 ივნისს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება.

ბიზნესფორუმს  ასევე დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე კომპანიების (25)  წარმომადგენლები. 

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე  მიიღებენ ინფორმაციას.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები