ალეკო ლომაძის ფერწერული ტილოების გამოფენა

09 ოქტომბერი, 2018

სსიპ აჭარის მუზეუმში -ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში ალეკო ლომაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50- მდე ნამუშევარი. მხატვარმა მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, თინათინ საჯაიას ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი საჩუქრად გადასცა. გამოფენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდნენ.

მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა. თინათინ საჯაია ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლაში დაარსებიდან დღემდე ისტორიის პედაგოგად მუშაობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები