გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი

10 ოქტომბერი, 2018

აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს 9 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. ვიზიტი 11 ოქტომბერს დასრულდება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები