სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს
11 ოქტომბერი, 2018
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2018 წლის 01 დეკემბრიდან
20
დეკემბრის ჩათვლით.
საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ელ. ფოსტა
Maka.67@mail.ru
ტელ: 577 30
41 51;
0422 24 53 78
იხილეთ გალერეა