საინვესტიციო ფორუმი-„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“

11 ოქტომბერი, 2018

►სასტუმრო „რედისონში“ საინვესტიციო ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა.

►ფორუმის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მიესალმა. ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში მინისტრი აჭარაში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებს და ამ სფეროში დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

►ფორუმის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლის ,,აჭარის აგრარული პოტენციალი’’, ,,მეციტრუსეობა აჭარში’’ და ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’ ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

►საინვესტიციო ფორუმს 12 უცხო ქვეყნის 30 კომპანია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, არასამთავრობო სექტორის წევრები და მედიის წარმომადგენლები, სულ 180 სტუმარი ესწრებოდა.

►ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ.

►ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები