აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამების პროექტების წარდგენა

11 ოქტომბერი, 2018

აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის / საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის / დასაქმების სააგენტოს 2019 წლის პროგრამების პროექტების  წარდგენა გიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე.

 

გეგმის თანახმად 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით  გაიზრდება - 894 130 ლარით და იქნება 17 722 635 ლარი.

სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.

 

მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში იგეგმება შემდეგი ცვლილებები:

მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით განხორციელდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება 15 000  და ნაცვლად 50 000 ლარისა გახდება 65 000 ლარი.

ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსდებათ:

  ა) ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით;

  ბ) ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით.

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითეულ პაციენტზე   წლიური ლიმიტი  შეადგენს 25 000 ლარს.

 

,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით გაიზრდება ბენეფიციარების  დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი.

 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“  ქვეპროგრამით განხორციელდება  ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს)  ქირურუგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი.

 

“ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების   წლიური ლიმიტი  (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი.

ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ:  პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი გახდება 2 000 000 ლარი.

 

სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 2 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.

ფართოვდება მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები.

ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები