თორნიკე რიჟვაძე: მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას

04 ნოემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ მათ სამთავრობო ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება “ტექნოპარკი”, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვეობა და ახალი ტექნოლოგიები ახალგზარდებს  საშუალებას მისცემს იფიქრონ და იაზროვნონ გლობალურად. 

„ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფვით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისაკენ, სადაც თითეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები.  ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული და ის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა. სამდღიანი ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.

ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის ა.რ მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები