ბათუმში „ქართულ-აფხაზური“ საღამო გაიმართა

07 ნოემბერი, 2018

ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ქართულ-აფხაზური საღამო“ გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად დაესწრო. 

თეატრალიზებული საღამო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიეძღვნა და მას აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და ქართულ-აფხაზური ოჯახები ესწრებოდნენ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართულ -აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა. აჭარაში 8 000 აფხაზი, მათ შორის 2000-მდე ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღმავებას ემსახურება” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის მხრიდან აფხაზური დიასპორის მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ პროგრამებს. მისი თქმით,  აფხაზური ენის სწავლება  ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი. არჩევით საგნებში აფხაზური ენა ისწავლება, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ქართულ-აფხაზური საღამოს“ ფარგლებში წარმოდგენილი იყო აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები  და წიგნების გამოფენა. ღონისძიება ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. 

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები