აჭარის რეგიონში ინოვაციური პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა“ ხორციელდება

07 ნოემბერი, 2018

 მესამე თვეა აჭარის რეგიონში ინოვაციური პროექტი - „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა” ხორციელდება.

 პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ რეგიონის მოსახლეობაში მიმდინარეობს:

► ტუბერკულოზის
► c ჰეპატიტის
► აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგი

 პროგრამის დაწყებიდან დღემდე, უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა 2 000 მოსახლეს.

 ოქტომბრის თვეში, ინიციატივის ფარგლებში, განხორციელდა მობილური ამბულატორიის 20 ვიზიტი ბათუმისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე.

 ექიმ ფთიზიატრების მიერ კონსულტაცია გაეწია 700-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან 100 შემთხვევა საეჭვოდ იქნა მიჩნეული და პაციენტების დამატებითი კვლევისათვის გადამისამართდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში. C ჰეპატიტსა და HIV ინფექციაზე კგამოკვლევა ჩაუტარდა 675 ბენეფიციარს, მ.შ. გამოვლინდა პირველადი C ჰეპატიტის 11 შემთხვევა.

 ნოემბრის თვეში მობილური ამბულატორიის ვიზიტები განხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე:

 8 ნოებერი, ქედის მუნიციპალიტეტი, ჯალაბაშვილები

 9 ნოემბერი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მუხაესტატე

 12 ნოემბერი, ხულოს მუნიციპალიტეტი, დიდაჭარა

 13 ნოემბერი, ქ. ბათუმი

 14 ნოემბერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხუცუბანი

 15 ნოემბერი, ქედის მუნიციპალიტეტი, გეგელიძეები

პროექტი ხორციდლება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები