შეხვედრა ვეტერანებთან

07 ნოემბერი, 2018

✔️ დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - მირიან ქათამაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - კობა ნაკაიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - გიორგი რომანაძე და სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი - შოთა ყიფიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ.

✔️ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანებისთვის ხორციელდება.ყურადღება გაამახვილეს 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზეც და მოისმინეს ვეტერანების მოსაზრებები.

✔️ ვეტერანებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათებზე, სოციალურ დახმარებებსა და გაზიფიცირების პროგრამის ამოქმედებაზე.

↘️ ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარები არიან. მათ შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი პროგრამებით:

✔️ „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომახურება“

✔️ „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“

✔️ „მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა“

✔️ „სახსრების ენდოპროთეზირება“

✔️ "ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება"

✔️ "მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია"

✔️ "მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება"

✔️ „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება“

✔️ "სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა"

✔️ "შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა"

✔️ "შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა"


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები