საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი
07 ნოემბერი, 2018
განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. პირველ ტურში მონაწილეობას ღებულობდა 8422 მოსწავლე. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს 860 მოსწავლე.
საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება ნოემბერში სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში.
ფიზიკა - 08.11.2018
ქიმია - 09.11.2018
ქართული ენა და ლიტერატურა - 10.11.2018
ბიოლოგია - 10.11.2018
მათემატიკა - 11.11.2018
ინგლისური ენა - 11.11.2018
იხილეთ საგნობრივი ოლიმპიადის მოერე ტურში მონაწილე მოსწავლეთა სახელობითი სია
გისურვებთ წარმატებას!
იხილეთ გალერეა