წიგნის კითხვა პატარებისთვის

07 ნოემბერი, 2018

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტ „კითხვის დრო“ ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა „პატარა უფლისწული“ წაიკითხა. მინისტრმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ნაწარმოები და პატარა უფლისწულის სამყაროში იმოგზაურა.

წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ყოველი კვირის ერთი დღე ეთმობა კითხვის დროს. მოსწავლეები კითხულობენ სპეციალურად მათი ასაკისათვის შერჩეულ ლიტერატურას, განიხილავენ და აწყობენ დისკუსიას წაკითხული ნაწარმოების გარშემო.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები