„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“
✅დღესვე საზღვაო აკადემიაში, პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის, განახლებული ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიების დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
✅კონფერენციას „ჩვენ პროფესიონალები ვართ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ კარანაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.
✅„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დოკუმენტის ფარგლებში დაფინანსდა.