კონფერენცია „ჩვენ პროფესიონალები ვართ“

08 ნოემბერი, 2018

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“- აღნიშნული საკითხი სასტუმრო „ჰილტონში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის კონფერენციის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


კონფერენციას „ჩვენ პროფესიონალები ვართ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად დაესწრო. 

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დოკუმენტის ფარგლებში დაფინანსდა.

კონფერენციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე,აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები