აჭარის მთავრობის 30 ნოემბრის სხდომა ქედაში გაიმართა

30 ნოემბერი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებით დაიწყო და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ რეგიონში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტობის გამარჯვებულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მიულოცა  და წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ ქედა საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა და  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილმა ხმათა დიდი უპირატესობა მოიპოვა. 

„მთლიანად გუნდი, ხელისუფლება, მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად.

სწორედ ამიტომ, არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ყურადღება და მიღებული იყოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აგროსერვის ცენტრის სარგებლობაში არსებული ღვინის სახლის გრძელვადიანი, პირობიანი იჯარით გადაცემის საკითხი წარადგინა. სოფელ გვარაში მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსის (მარანი, ენოთეკა, საგამოფენო დარბაზი, ეთნოგრაფიული კუთხე, ღვინის ლაბორატორია, ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთი) პირობიანი  იჯარით გადაცემა ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნესის განვითარებას  და დაზოგავს ბიუჯეტიდან მისი მოვლა-პატრონობისთვის გასაწევ ხარჯებს.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს ასევე ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული ვეტერინარული კლინიკების იჯარით გადაცემის საკითხი. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის ინფორმაციით,  ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აჭარაში განხორციელდა პროგრამა ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი საქართველოში ფაზა 2“, რომლის ფარგლებშიც კერძო ვეტერინარიის ხელშეწყობის მიზნით ვეტერინარებს ჩაუტარდათ სწავლება, მოეწყო სასწავლო ტურები სომხეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, აშენდა ვეტერინარული კლინიკები, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ვეტერინარი სპეციალისტების საქმიანობისათვის. განხილვისას აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობის და საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერის შედეგად, კერძო ვეტერინარები ხულოსა და ქობულეთში დამოუკიდებლად შეძლებდნენ საქმიანობის გაგრძელებას.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა განკარგულების პროექტები, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად პირგასამტეხლოს გადავადებას ითვალისწინებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით ხორციელდება. მთავრობის 28 სექტემბრის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ძალიან კარგად და ადეკვატურად აბალანსებს სახელმწიფო და კერძო ინტერესს, ხოლო ბიზნესთან მიმართებით მიდგომა და გადაწყვეტილებები არის უფრო ეფექტური.

30 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ბალანსზე  რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი მოძრავი ქონების ჩამოწერის საკითხი.  
  
აჭარის მთავრობის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი მთავრობის წევრთა უმრავლესობით იქნა მიღებული.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები