2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა

03 დეკემბერი, 2018

 2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა. ♿️

📌 აჭარის დასაქმების სააგენტომ, შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და დასაქმების მხარდასაჭერად 2016 წელს მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა “ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრ“-თან ერთობლივი პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. 

📌 2017 წლიდან დასაქმების სააგენტო ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის'' პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას. 

📌 2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით: 

ინდივიდუალურად შეფასდა - 111 შშმ პირი ♿️

სუბსიდირებადი სტაჟირება გაიარა -55-მა შშმ პირმა ♿️

 სუბსიდირებადი საწარმოო პრაქტიკა გაიარა - 16-მა შშმ პირმა ♿️ 

 პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსი გაიარა - 35-მა შშმ 
პირმა ♿️

 დასაქმდა - 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ♿️

კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები