მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

04 დეკემბერი, 2018

ქ. ბათუმში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ბაქანი - ბოტანიკური ბაღი“ გადაღებები მიმდინარეობს. მხატვრული ფილმის პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის გამარჯვებულია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გადაღებები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი - ბაქანი ,,ბოტანიკური ბაღი“ - შექმნილია ბათუმელი მწერლის სოსო პაიჭაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. მოქმედება მიმდინარეობს ბათუმში. მწერალმა ნაწარმოები გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნა,მაგრამ ფილმის მოქმედება გადმოტანილი იქნება თანამედროვე ეპოქაში.
მნიშვნელოვანია, რომ ფილმი პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ბათუმელი მწერლის შემოქმედებას, ასევე, თანამედროვე ბათუმს, მის ინფრასტრუქტურას, მხატვრული კინოს ელემენტებით შემორჩება ისტორიას ბათუმის დღევანდელობა.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი - სოსო სტურუა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები