თორნიკე რიჟვაძე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა

05 დეკემბერი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იგორ დოლგოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონის ხელმძღვანელმა მხრდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა მეგობარ ქვეყანას.

მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ უკრაინის რესპუბლიკა ციტრუსის რეალიზაციის კუთხით ერთ-ერთ მსხვილ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. უკრაინაში მხოლოდ აჭარიდან დღეის მდგომარეობით 2000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული.

იგორ დოლგოვმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქალაქ ბათუმში უკრაინის საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ახლო მომავალში რეგიონს უკრაინის საპატიო კონსული ეყოლება. 

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმში საპატიო კონსულის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები