შეხვედრა ირანის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელთან აჰმად ბადფასთან

05 დეკემბერი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  ირანის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელთან აჰმად ბადფასთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო  პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის უკვე მრავალი წელია წარმატებულად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში, კერძოდ, კულტურულ-ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. ყოველწლიურად მზარდია ქვეყნებს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მხარეების ეკონომიკურ განვითარებაში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანული კაპიტალის მონაწილეობით შექმნილია და მოქმედებს 50 საწარმო.

,,ჩვენს ქვეყნებს აქვთ  ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების სურვილი. ამის დასტურია მაღალი დონის ორმხრივი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტები. აღსანიშნავია საქართველოსა და ირანის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მათი სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაკავშირებლის როლი რეგიონში. ამ დერეფნის პოტენციალის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოების მრავალმხრივ განვითარებას“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს წლების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ირანის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა აჰმად ბადფამ შეხვედრები გამართა ასევე რეგიონში მოქმედ სამინისტრო უწყებების ხელმძღვანელებთან. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები