საექსპოზიციო საქმინობის განვითარება მუნიციპალიტეტების მუზეუმებში

06 დეკემბერი, 2018

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის -"სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა"- ფარგლებში ხორციელდება პროექტი „საექსპოზიციო საქმინობის განვითარება მუნიციპალიტეტების მუზეუმებში“. პროექტის მიზანია სამუზეუმო საქმიანობის განვითარება, ვიზიტორებისათვის შეთავაზებული პროდუქტის გამრავალფეროვნება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

დღეს, აჭარის მუზეუმის- ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ადგილზე არსებულ კონკრეტულ საჭიროებათა გამოვლენის მიზნით განხორციელდა ტრენერთა გაცნობითი ხასიათის ვიზიტი აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედ 8 მუზეუმში/სახლ-მუზეუმში: სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი (ხელვაჩაური), მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი (ხელვაჩაური), ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე-მუზეუმი (შუახევი), ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი (შუახევი), კვიახიძეების ეთნოგრაფიული მუზეუმი (შუახევი), ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (ხულო), თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ხულო), სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი (ხულო).  მუზეუმების თანამშრომლებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები შემდეგ თემებზე: საგამოფენო სივრცე და სათავსოები, გალერეის კონსტრუქციები და მოწყობილობები, საგამოფენო პროგრამების დაგეგმვა და მართვა.  აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედ 3 მუზეუმში მოხდა არსებული ნივთების რეექსპონირება. პროექტის ფარგლებში თითოეული მუზეუმისთვის მომზადდება ძირითადი ექსპონატების ამსახველი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) მაღალპოლიგრაფიული კატალოგი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები