ინკლუზიური სწავლების ცენტრის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა

06 დეკემბერი, 2018

დღეს, ბათუმის N26 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული გარემოს შექმნა მოსწავლეებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წელს დასრულდა ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სკოლაში დამონტაჟდა ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.

ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სახელოსნოები მოეწყო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ეუფლებიან თიხაზე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობის ტექნოლოგიას. მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრების დიდი რესურსი და პერიოდულად ახორციელებენ გამოფენა-გაყიდვას.

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს გადაწყვეტილებით ყველა სკოლა ვალდებულია შესაბამისი სასწავლო გარემო შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. აჭარის რეგიონში გადამზადებულია და სკოლებში დასაქმებულია 154 სპეცმასწავლებელი.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები