აჭარის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება

26 დეკემბერი, 2018

აჭარაში სპორტის სფეროში 2018 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამეს და წლის პერსპექტიული სპორტსმენები, მწვრთნელები, ფედერაციები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე და იმ წარმატებებზე, რომელიც რეგიონის სპორტსმენებს გასულ წელს ჰქონდათ.

,,2018 წელი გამორჩეული იყო რეგიონისთვის სპორტული მიღწევების თვალსაზრისით. ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთ გამარჯვებას მიაღწიეს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. გახსოვდეთ, თქვენი გამარჯვება ჩვენი რეგიონის, საქართველოს გამარჯვებაა. რაც შეეხება სპორტულ ინფრასტრუქტურას, იცით, რომ ბათუმი დასახელდა ევროპის სპორტის ქალაქად. კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და მეტი რესურსი იქნება ამ მიმართულებით დახარჯული. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა ნომინაციებში: ,,წლის საუკეთესო სპორტსმენი“, ,,წლის წარმატებული სპორტსმენი“, ,,პარასპორტსმენი“, ,,წარმატებული მწვრთნელი“, ,,ფედერაციები“, ,,ვეტერანი სპორტის მოღვაწეები“, ,,წლის სპორტული ჟურნალისტი“.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები