"ნუ მოჭრი! გაახარე შენი ნაძვის ხე!"

28 დეკემბერი, 2018

ნუ მოჭრი! გაახარე შენი ნაძვის ხე! - აქციის ფარგლებში №1 საჯარო სკოლაში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსმა დავით დიასამიძემ და მოადგილემ დავით ვარშანიძემ ნაძვის ხეები დარგეს. 

აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის გამწვანების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ყველა საჯარო სკოლის ეზო გამწვანდება. 

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად ნაძვის ხე მორთეს. კამპანიის ფარგლებში კონცერტიც გაიმართა.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები